ახალი ამბები მთავარი ციტატა

ქადაგიშვილი: ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები საზოგადოებას რეგულაციების დარღვევისკენ მოუწოდებენ, ეს უპასუხისმგებლობაა

[su_quote]ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში, არა მარტო წერტილოვანი და რეგიონების, არამედ მთლიანად ქვეყნების მკაცრ რეჟიმზე გადასვლა ხდება. საქართველოც ვერ იქნება გამონაკლისი. შემთხვევების დინამიკა, სამწუხაროდ, მზარდია. ჩვენ ვხედავათ, რომ აშკარად მიზანმიმართულად, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები, ახდენენ უხეშ დარღვევას და მოუწოდებენ საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ დაარღვიონ რეგულაციები, რაც კატეგორიულად მიუღებელია, ეს არის უპასუხისმგებლობა. ყველაზე მეტად ყოველთვის მთავრობაა დაინტერესებული, რომ მინიმალური იყოს შეზღუდვები და მაქსიმალური იყოს ბიზნესისთვის თავისუფალი ოპერირების საშუალება[/su_quote]

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ქადაგიშვილმა საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....