ახალი ამბები მთავარი

სირცხვილია: ბათუმში კომენდანტის საათს კიდევ ერთხელ დემონსტრაციულად დავარღვევთ

მოძრაობა “სირცხვილია” ბათუმში “კომენდანტის საათის დარღვევას დღესაც აპირებს. როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა დააანონსეს, 5 აპრილს, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლოების შემდეგ, მარში მოეწყობა და დემონსტრანტები კიდევ ერთხელ დაარღვევენ კომენდანტის საათს.

„დაზიანებები აქვთ ჩვენს აქტივისტებს, დაპატიმრებულები იყვნენ, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ხვალ მათი სასამართლოების შემდეგ კიდევ ერთხელ ვაპირებთ დავარღვიოთ კომენდანტი და მარშით გავაპროტესტოთ ბათუმში მომხდარი” , – ამის შესახებ დაუმორჩილებლობის წვეულების ერთერთმა ორგანიზატორმა თამარ კურატიშვილმა განაცხადა.

ცნობისათვის, “კომენდანტის საათის” გასაპროტესტებლად მოძრაობა სირცხვილიამ ბათუმში დაუმორჩილებლობის წვეულება მოაწყო. აქტივისტების თქმით, წვეულება პოლიციამ დაშალა და რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

ფოტო: ბათუმელები

იტვირთბა....