ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე Facebook-ზე პარტიის ფრაქციიდან რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა:
“აი ასე, ოცნების აქტივისტმა ნაციონალური მოძრაობის წევრი დაჭრა ცივი იარაღით. საკრებულოს ჩვენი ფრაქციის წევრი. ოცნების მმართველობის მეცხრე წელს. დამნაშავე არ დაუკავებიათ.”, – წერს დეკანოიძე.
ცნობისათვის, რუსთავში საკრებულოს დეპუტატი დაჭრეს. დაშავებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი მღებრიშვილია. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.