გუშინ ღამით, ქალაქ რუსთავში ქურდობა მოხდა – მერვე მიკრორაიონში შვიდი მანქანა გაქურდეს – ეს ინფორმაცია ფეისბუქ გვერდმა, „ინფო რუსთავმა“ გაავრცელა. მძღოლებმა ქურდობის ამბავი დილით აღმოაჩინეს. წაღებულია აუდიო მაგნიტოფონები და აკუმლატორები. ქურდებს ერთი ხელწერა ჰქონდათ: თავდაპირველად უკანა კარების საქარე მინას ამტვრევდნენ, იქიდან აღწევდნენ ავტომობილებში და ქურდავდნენ.
„მეტრონომს“ ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს. მათი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
გამოყენებულია inforustavi-ს ფოტოები