მთავრობა „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სატელეფონი საუბრის ჩანაწერი ყალბია, რომლის თანახმადაც, მოსახლეობას აივანზე გასასვლელად სპეციალური ნებართვა სჭირდება.
„სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა მოსახლეობას აივანზე გასასვლელად, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, სპეციალური გადაადგილების ნებართვა ესაჭიროება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიქ ნიუსი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, იმ შემზღუდავი ღონისძიებისა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.