ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დღეს აქციას მართავენ. აქცია 12 საათზეა დაგეგმილი. მოქალაქეები გუმათის დასახლებაში უკვე იკრიბებიან.
ადგილზე ასევე მობილიზებულია სპეცრაზმი. გავრცელებული ცნობებით ადგილზე წყლის ჭავლის მანქანაა შეყვანილი. ხეობაში, ასევე, ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს, რაც სხვა დროს არ დაფიქსირებულა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხეობაში მისასვლელი გზა ჩაკეტილია. მათი მოთხოვნაა გაიხსნას გზა, რათა ვისაც აქციაზე მისვლა სურს, შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება.