ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბათუმში აქციის მონაწილები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ

ბათუმში, „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით, მოძრაობა “სირცხვილიას” საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, „კომენდანტის საათი“ უსამართლოდ არის დაწესებული და იგი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოკუპანტზე არ ვრცელდება.

აქციის მონაწილები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ. მომიტინგეები “ქართული ოცნების” შენობაზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან, შემდეგ კი აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლებენ.

 

იტვირთბა....