შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, რიონის ხეობაში, სადაც მოსახლეობა კომპანიის მიერ წინამოსამზადებელი სამუშაობის გაგრძელებას აპროტესტებს, პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობითვე, ორივე მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარევათა კოდექსით 166-ე და 173-ე მუხლებით.
ცნობისათვის, რიონის ხეობაში ნამახვან ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს განახლდა. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები დილიდან არიან შეკრებილები და ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. პოლიციამ ნამახვანისკენ მიმავალი გზა ორივე მხრიდან ჩაკეტა და ადგილობრივებს ტერიტორიაზე არ უშვებს.