გერმანია ISIS წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციაში ჩაერთო. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ბუნდესვერმა სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე საჰაერო ოპერაციებში პირველად მიიღო მონაწილეობა.
„ჩვენ ვაძლიერებთ ბრძოლას „ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ“ – აცხადებს გერმანიის თავდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, გერმანიამ პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ გადაწყვიტა აქტიურად ჩართულიყო ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მიზნით ბუნდესტაგმა 1 200 გერმანელი სამხეროს სირიაში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან გუშინ ობამამაც გააკეთა განცხადება და მოუწოდა მსოფლიოს ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურებაზე.