aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

წულაიას ადვოკატი: ძალიან სუსტად არის, შიმშილობა შეწყვიტა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ 13-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ წულაიას ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა “მეტრონომს” განუცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის გოგი წულაია კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

“გუშინ მსუბუქად დაიწყო კვება, შიმშილობა შეწყვიტა. ახლა დაიწყება სარეაბილიტაციო სამედიცინო პროცედურები. ძალიან სუსტად არის და ჩივილები აქვს. სამწუხაროდ, ის წამლები იქ არ აქვს, რაც მას სჭირდება”, – თქვა გელბახიანმა “მეტრონომთან.”

ცნობისათვის, გოგი წუალაია საავადმყოფოში 29 მარტს გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, გოგი წულაიას ბრალი სს კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.​

იტვირთბა....