ქართველი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დოჩანაშვილი ნიუ ჰოსპიტალსში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
გურამ დოჩანაშვილი იყო ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი. მისი შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს