ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხოშტარია: პოზნერს ელარჯი ამოუზილეს და ეხლა უკანონოდ სცენას არ ადგმევინდბენ რუსთაველზე

“აგრძელებს მთავრობა თავხედობას. სპეცრეისით ჩამოსულ პოზნერს ელარჯი ამოუზილეს კომენდანტის დროს და ეხლა უკანონოდ სცენას არ ადგმევინდბენ რუსთაველზე”, — ამის შესახებ, დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში წერს.

“უნდა გაეცეთ პასუხი დღეს დაუმორჩილებლობის აქცია! 5ზე უნივერსიტეტთან ვიკრიბებით და წავალთ მსვლელობით რუსთაველზე”, — წერს ელენე ხოშტარია.

აქტივისტები პარლამენტის წინ დღევანდელი აქციისთვის სცენას ამონტაჟებდნენ, მაგრამ სამართალდამცველებმა ამის საშუალებას არ მისცეს. დღეს პარლამენტის წინა სამოქალაქო მოძრაობები „კომენდანტის საათის” და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით ერთიანდებიან, პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავენ.

 

იტვირთბა....