ახალი ამბები საზოგადოება

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა ფოთის მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავრცელებს.

“გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 04 მარტს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონა ფოთში შევიდა დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი და ინტერპოლის სამდივნოს ერთიან ბაზაში გატაცებულად რეგისტრირებული სამი ერთეული ავტომანქანა.

მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სამმართველოს უფროსისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია ძებნილი ავტომანქანების შესახებ, 2021 წლის 9 მარტს, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პირადი მოტივით, უგელებელყო ავტომანქანების შეჩერებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინების ვალდებულება, სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაადეკლარირა იმპორტის რეჟიმში და გადასცა დაინტერესებულ პირებს, რითაც ხელი შეუწყო ძებნილი ავტომანქანების თავისუფალ ბრუნვაში მოქცევას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შემდგომ გასხვისებას. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო”, – ნათქვამი განცხადებაში.

იტვირთბა....