ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 ათასი დოზა საქართველოშია. ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც სინოფარმი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც იცით, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა. 25 მარტს კი საქართველომ ფაიზერის ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო.