ახალი ამბები საზოგადოება

სირცხვილია: შსს-ს თანამშრომლები დღევანდელი აქციისთვის სცენის დადგმის საშუალებას არ გვაძლევენ

აქტივისტები პარლამენტის წინ დღევანდელი აქციისთვის სცენას ამონტაჟებდნენ, მაგრამ სამართალდამცველებმა ამის საშუალებას არ მისცეს. ამის შესახებ მოძრაობა “სირცხვილია” სოციალურ ქსელში წერს.

“პარლამენტის წინ შსს-ს თანამშრომლები არიან მობილიზებულნი, რომლებიც დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს არ გვაძლევენ სცენის დადგმის საშუალებას”, – წერს სირცხვილია.

დღეს პარლამენტის წინა სამოქალაქო მოძრაობები „კომენდანტის საათის” და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით ერთიანდებიან, პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავენ.

 

იტვირთბა....