aviabiletebi
მსოფლიო პოლიტიკა

ბაიდენი ზელენსკის ესაუბრა და მხარდაჭერა გამოუცხადა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს ამერიკის პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკითან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ბაიდენმა ზელენსკის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ს უცვლელი მხარდაჭერა დაუდასტურა.

“ბაიდენმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მყარ მხარდაჭერას და ვალდებულებას უკრაინის მიერ განსახორციელებელ რეფორმებში, რაც მოიცავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და უზრუნველყოფს სამართლიამობასა და უსაფრთხოებას უკრაინელი ხალხისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის დაზვერვა ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები მიანიშნებს რუსეთის მხრიდან ფართო მასშტაბიანი პროვოკაციის მომზადებას.

“ამ პროვოკაციის მიზანია, დონბასისა და ლუგანსკის რაიონებში რუსეთის სამხედრო გავლენის გაზრდა. მიზეზად, სავარაუდოდ შეიძლება გამოყენებული იყოს საკუთარი მოქალაქეების დაცვა რუსეთის მხრიდან, რასაც შესაძლოა სამხედრო დაპირისპირება მოჰყვეს”, – ნათქვამია უკრაინის მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩაკეტა ყირიმთან დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც ქერჩის სრუტის გავლით აკავშირებს ნახევარკუნძულს რუსეთის ფედერაციასთან.

 

იტვირთბა....