ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ელისაშვილის მობილურში შეტყობინებები ნანახი აქვს

გუშინ, გადაცემა “არჩევანში” საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა,მას შემდეგ რაც პროკურატურამ მის მობილურში შეტყობინებების არარსებობის შესახებ დაანონსა, განაცხადა, რომ კორუფციასთან დაკავშირებული მესიჯები პრეზიდენტს პირადად შეუტანა და აჩვენა.

იმავე გადაცემაში, პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ელისაშვილის მიერ გამოთქმული პოზიცია დაადასტურა. მისი თქმით, მან პრეზიდენტთან ოპერატიულად გადაამოწმა ეს ინფორმაცია და პასუხიც მიიღო.

“დიახ, მე ვესაუბრე პრეზიდენტს და მან დამიდასტურა, რომ ელისაშვილმა აღნიშნული შეტყობინებები ნამდვილად აჩვენა მას” – განაცხადა კოჟორიძემ პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას: “ჰკითხეთ პრეზიდენტს, ჰკითხეთ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მათაც წავაკითხე ეს შეტყობინებები, მათ ეს საკუთარი თვალით ნახეს”.

შეგახსენებთ, ელისაშვილმა რამდენიმე ხნის წინ სენსაციური განცხადება გააკეთა. მან განაცხადა, რომ მას უკავშირდებოდნენ გარკვეული პოლიტიკოსები და კონკრეტული პატიმრების შეწყალებას თხოვდნენ. მას აქვს ეჭვი, რომ პატიმრების გათავისუფლებაში გარკვეული პოლიტიკოსები ქრთამს იღებდნენ. იგი ჯერჯერობით მათ გვარებს არ ასახელებს. იგი პრიკურატურაში უკვე ორჯერ დაკითხეს. მისი თქმით, მან პროკურორთან გვარები დაასახელა.

იტვირთბა....