ქართული ოცნების პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელები შემდეგი კვირიდან რეგიონებში გასვლას დაიწყებენ.
მდინარაძის თქმით, რეგიონებში გასვლას, შეიძლება, ეწოდოს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება.
“შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში. მათ შორის, შეიძლება, დავარქვეთ საარჩევნო კამპანიის დაწყება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ სხვა საკითხები იქნება პრიორიტეტულები – რეგიონალური გამოწვევები და გვექნება თითქმის ყველა რეგიონში მომდევნო ორი თვის განმავლობაში შეხვედრები”, – ამბობს მდინარაძე.
მისი თქმით, შეხვედრები, პირველ რიგში, პარტიულ აქტივთან იქნება.