ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“50 წელი რომ დამჭირდეს, ციხეშიც რომ წავიდე, სიმართლეს მაინც დავამტკიცებ…”

გუშინ, გადაცემა “არჩევანში” საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ჩაერთო და პირველი კომენტარი გააკეთა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შედეგზე, რომლის მიხედვითაც ელისაშვილის მობილურ ტელეფონში კორუფციასტან დაკავშირებული შეტყობინებები არ აღმოჩნდა.

“დღევანდელი ხელისუფლება იმეორებს წინა ხელისუფლების შეცდომებს. ისინი იქცევიან ზუსტად ისე, როგორც წინა ხელისუფლება იქცეოდა გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე. როგორ უნდა ვენდო პროკურატურას? ჩემი ხელით მივიტანე მობილური ტელეფონი პროკურატურაში, რომელსაც კარგა ხანი ვინახავდი სახლში. კითხეთ პრეზიდენტს, ჰკითხეთ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მათაც წავაკითხე ეს შეტყობინებები, მათ ეს საკუთარი თვალით ნახეს. ხუთი, ათი, ორმაცდაათი წელიც რომ დამჭირდეს, ციხეშიც რომ წავიდე, გამოვალ და ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ” – ასეთი განცხადება გააკეთა საკრებულოს დეპუტატმა.

შეგახსენებთ, ელისაშვილმა რამდენიმე ხნის წინ სენსაციური განცხადება გააკეთა. მან განაცხადა, რომ მას უკავშირდებოდნენ გარკვეული პოლიტიკოსები და კონკრეტული პატიმრების შეწყალებას თხოვდნენ. მას აქვს ეჭვი, რომ პატიმრების გათავისუფლებაში გარკვეული პოლიტიკოსები ქრთამს იღებდნენ. იგი ჯერჯერობით მათ გვარებს არ ასახელებს. იგი პრიკურატურაში უკვე ორჯერ დაკითხეს. მისი თქმით, მან პროკურორთან გვარები დაასახელა.

იტვირთბა....