ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბუნია: ამ ეტაპისთვის სააღდგომოდ ქვეყანაში ლოქდაუნი არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპისთვის სააღდგომოდ ქვეყანაში ლოქდაუნი არ იგეგმება. ამის შესახებ მან

“ამ ეტაპზე ფართო ლოქდაუნი არ იგეგმება, უფრო მეტიც ამ ეტაპზე ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან გვესმის ყველას, რომ ფართომაშტაბიან შეზღუდვებს ქვეყნის სოციალური და ბიზნეს აქტივობები ძალიან რთულად გადაიტანს”, — ამბობს გაბუნია.

2-ლი აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 326 ადამიანი, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 646 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 14 659, PCR-ით — 9 987.

Stopcov.ge-ია ინფორმაციით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,15%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 1,8%, ხოლო 7 დღის — 1,73%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 789-ს, გამოჯანმრთელდა — 273 930, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 3 798 ადამიანი.

იტვირთბა....