ახალი ამბები მთავარი სპორტი

რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობის ორივე პრეტენდენტმა კანდიდატურები მოხსნა

რაგბის ფედერაციის არჩევნებში წარდგენილმა ორივე კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს.

როგორც ირკვევა, ამის მიზეზი პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ. ადრე, რაგბის ფედერაციის და ზოგადად, სპეციალისტების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ადგილი აქვს პოლიტიკოსების მხრიდან ჩარევის მცდელობას.

დეტალები ჯერჯერობით უცნობია. პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას განვითარებულ მოვლენებზე.

არჩევნები 20 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

იტვირთბა....