მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ხმამაღლა და საჯაროდ უნდა დააფიქსირონ მზად არიან თუ არა ხელი მოაწერონ დანიელსონის მიერ ბოლო შეხვედრაზე დადებულ დოკუმენტს.
ელისაშვილი ამბობს, რომ გაჯიქებული პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის შედეგად ზიანდება საქართველო და უკვე შეიძლება ამ სიღარიბის დროს ევროკავშირმა 60 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხიც შეაჩეროს.
“მივმართავთ კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდაზე მსხდომ ყველა პარტიას: მმართველსაც და ოპოზიციურსაც – კიდევ უფრო ღრმა კრიზისში რომ არ შევიდეს საქართველო ამიტომ ღიად და საჯაროდ დააფიქსირეთ პოზიცია, ინდივიდუალურად დააფიქსირეთ – მზად ხართ თუ არა ხელი მოაწეროთ დანიელსონის მიერ ბოლო შეხვედრაზე დადებულ დოკუმენტს? საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ თითოეული პოლიტიკური პარტიის რეალური პოზიცია”, — წერს ელისაშვილი.