მარტში, თებერვალთან შედარებით, ფასები 4,2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7,2%-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის ზრდაზე დიდი გავლენა, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების მატებამ მოახდინა. ასევე, გაძვირდა საცხოვრებელი ნივთები.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი:
ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 36.1 პროცენტიანი მატება, რაც 2.97 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58.0 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (51.4 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.1 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა
2.6 პროცენტით, რაც 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.3 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა:
ჯგუფში ფასები მომატებულია 3.6 პროცენტით, რაც 0.27 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (6.3 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (1.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2021 წლის მარტის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.