ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ვიოლა ვონ კრამონი: საქართველო გამოსავალს იმსახურებს

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში” პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურება.

ევროპარლამენტარი წერს, რომ საქართველოს მეგობრები იმედგაცრუებულები არიან შექმნილი სიტუაციით. ქართველი ხალხი კი აქედან გამოსავალს ნამდვილად იმსახურებს.

„ეს არის ევროპარლამენტის წამყვანი წევრების მკაფიო განცხადება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე. ევროპარლამენტში ყველა ჩვენგანისთვის, საქართველოს მეგობრებისთვის, დიდი იმედგაცრუებაა იმის ხილვა, რომ პოლიტიკურ ელიტას ამ არეულობის დასრულება არ სურს. საქართველოს მოსახლეობა გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს”, – წერს “ტვიტერზე” ვონ კრამონი.

იტვირთბა....