2-ლი აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 326 ადამიანი, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 646 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 14 659, PCR-ით — 9 987.
Stopcov.ge-ია ინფორმაციით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,15%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 1,8%, ხოლო 7 დღის — 1,73%.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 789-ს, გამოჯანმრთელდა — 273 930, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 3 798 ადამიანი.