ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წამყვან ევროპარლამენტარებს საქართველოში არსებული ვითარება გააცნო. ევროპარლამენტმა, შესაძლოა, საქართველოს 60 მილიონი ევროს დახმარება შეუჩეროს, – ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი ავრცელებს.
როგორც რიკარდ იოზვაკი წერს, ევროპარლამენტარების გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
“თუმცა, როგორც ჩანს, ისინი მხარს დაუჭერენ გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს ფინანსური დახმარება შეუჩერონ. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მაკროსაფინასო დახმარების მოცულობა, რომელიც საქართველომ ოქტომებრში უნდა მიიღოს, 60 მილიონ ევროს შეადგენს”, – წერს იოზვაკი.