“ევროვიზია 2016”-ზე საქართველოს ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz წარადგენენ. როგორც ევროვიზიის პროდიუსერმა ნათია უზნაძემ განაცხადა:
“გვაქვს კიდევ ერთი სიახლე – ყველა კომპოზიტორს, ვისაც აქვს გამოცდილება, ამ ჯგუფის ჟანრის გათვალისწინებით შეუძლიათ, რომ მათ სიმღერა დაუწერონ. უკვე შემოსული სიმღერებიდან, თავდაპირველად შეირჩევა 5 სიმღერა, ხოლო 5-დან საუკეთესოს ჟიური და მაყურებელი ერთად შეარჩევს”.
სიმღერა, რომელიც ევროვიზიის კონკურსზე ქართველმა მომღერლებმა უნდა წარადგინონ, ჯერ შერჩეული არ არის.
კონკურსი უკვე გამოცხადდა სიმღერის შესაქმნელად, რომელსაც ქართველი კონკურსანტები ევროვიზიის კონკურსზე შვედეთში შეასრულებენ. 2016 წლის ევროვიზიას შვედეთი 10, 12 და 14 მაისს უმასპინძლებს.