ახალი ამბები საზოგადოება

ზახაშვილი: ორსულების აცრებზე ჯერჯერობით პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს

ორსულების აცრებზე ჯერჯერობით პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ფეისბუქ-ლაივის დროს განაცხადა.

“ორსულებში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენების შესახებ კვლევები ჩატარებული არ არის. თუმცა, ცდები ჩატარებულია ცხოველებზე, რაც აჩვენებს, რომ რაიმე ტერატოგენული ეფექტი არცერთ საცდელ ვაქცინას არ გამოუვლენია და ცხოველთა პოპულაციაში რისკებს არ მოიცავს. თუმცა ადამიანებში ასეთი ცდები ჩატარებული არ არის. შესაბამისად, ორსული ადამიანების აცრისთვის ჯერჯერობით პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს. თუმცა, თუ ორსულობისას შემთხვევითი მიზეზით მოხდება აცრა, როდესაც ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული ორსულობა, ეს არ წარმოადგენს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ჩვენებას, არამედ ორსულობა უნდა გაგრძელდეს”, — განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

იტვირთბა....