ახალი ამბები საზოგადოება

იმნაძე: ქვეყანაში კორონავირუსის ბრიტანული შტამის 70-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის ბრიტანული შტამის 70-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

“ბრიტანული შტამის საერთო რიცხვი უკვე 70-ზე მეტია, რომლისგანაც გარკვეული ნაწილი კლასტერები იყო. ერთი საკმაოდ დიდი – 19 ადამიანის კლასტერი იყო. საბედნიეროდ, ჯერ არც სამხრეთ აფრიკული შტამი, არც ბრაზილიური შტამი ქვეყანაში არ გამოვლენილა. ამაზე მეთვალყურეობა მუდმივად გრძელდება”, – აცხადებს იმნაძე.

იმნაძის თქმით, ქვეყანაში არის სხვა ვირუსებიც და ყოველკვირეულად მიმდინარეობს მონიტორინგი ამ ტიპის ვირუსებთან დაკავშირებით.

“ბოლო კვირებში სხვა ე.წ. გაციების ვირუსებიც ცირკულირებს, მათ შორის COVID-19-ის გარდა ჩვეულებრივი კორონავირუსებიცაა, რომლებიც გაციებას იწვევს და ჩვეულებრივად მიმდინარეობს. გარდა ამისა, გარკვეული ადენოვირუსები და რინოვირუსებიცაა, რომლებიც, ძირითადად, სურდოს იწვევს. ამის გარჩევის ერთადერთი გზა არის ის, რომ თუ ადამიანს აქვს ტემპერატურა და რაიმე სიმპტომი, პირველ რიგში, მან უნდა ჩაიტაროს ტესტი კორონავირუსზე”, – ამბობს იმნაძე.

იტვირთბა....