ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია: “ოცნება” ცდილობს ჩვენგან ჩამოაყალიბოს რუსეთის უკანა ეზო”

[su_quote] მთავრობას თავხედობა, რომ არ გვაინტერესებს მოქალაქეების შეურაცხყოფა, რომ, როცა მინდა ჩაგკეტავთ და აქ ვასეირნებ ადამიანს, ვინცაა სახე საბჭოური პროპაგანდის, ეს არ გამოუვიდათ. პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რუსეთია თუ ვინმე დაჩაგრეს, სოციალური მოუსხნეს. ახლა მიდის ჭიდილი, რა ტიპის სახელმწიფო ვიქნებით. “ოცნებას” მიტაცებული აქვს სახელმწიფოს მართვის ინსტრუმენტები და ცდილობს ჩვენგან ჩამოაყალიბოს უკანა ეზო რუსეთის, სადაც შეგიძლია სახელმწიფოს მიაყენო შეურაცხყოფა და შემდეგ ჩახვიდე, დათვრე. ამ მხრივ მოქალაქეებმა დაიცვეს სახელმწიფოს ღირსება. [/su_quote]

ელენე ხოშტარია – პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერი.

შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.

სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.

იტვირთბა....