ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პეტრე ცაავა: “ჭყონდიდის ეპარქიაში ამაოხრებელი მიავლინეს”

თბილისში, საპატრაირქოს შენობასთან ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ. პეტრე ცაავას თქმით, ჭყონდიდის მოქმედი მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე სასულიერო პირებს შეურაცხყოფას აყენებს, მაშინ, როცა მამა ანდრია სარიას არაკორექტული საჯარო განცხადებების გამო აკრიტიკებენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჭყონდიდის ეპარქიაში ამაოხრებელი მიავლინეს. მას ემოციურ ფონზე თურმე შეუძლია ყველაფერი იკადროს და ამ დროს მღვდელ-მონაზონ ანდრიას იბარებენ თურმე არაკორექტული განცხადებების გამო. მრევლმა და ერმა უნდა გაიგოს, რომ პარტიარქის პირადი პატიმარია გიორგი მამალაძე, ასევე ის რაც ხდება ჭყონდიდში არის პატრიარქისა და მისი ქვეშევრდომების ბრალი“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

ადგილზე ამ დროისთვის ხმაურია, მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

ცნობისათვის, 2019 წელს მეუფე პეტრე ცაავა დასაჯეს და ჭყონდიდის მიტროპოლიტის თანამდებობიდან გადააყენეს.

იტვირთბა....