“პასუხს ველოდები საპატრიარქოსგან”, – ამის შესახებ ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ განაცხადა, რომელიც საპატრიარქოსთან მივიდა.
როგორც ყოფილმა მიტროპოლიტმა აღნიშნა, პატრიარქმა მას უძღები შვილი უწოდა და სწორედ ამაზე ელოდება პასუხს. პეტრე ცაავას თქმით, უწმინდესი ეკლესიას ვერ უძღვება.
“თუ პატრიარქო თავს მამად მიიჩნევს, მივედი ე.წ. მამასთან და ვუთხარი, რომ თქვენ თუ ხართ ამ ოჯახის უფროს, ამ ოჯახში ყველაფერი ყარს. არ არის სულიერება, არის უსამართლობა. სისტემური დანაშაული, თქვენ მფარველობთ ეკლესიაში უზნეობას, უსამართლობას. ჰყავთ პირადი პატიმარი, ეს არ არის ქრისტიანობა და დავიწყოთ ოჯახის ამ სიმყრალისგან განთავისუფლება.
ამის სანაცვლომ მამამ გამაგდო სახლიდან თავისი ჭკუით, რა თქმა უნდა, უკანონოდ. თუ პატრიარქი დამიდასტურებს, რომ მე ვარ უძღები შვილი, მზად ვარ მოვიხადო ბოდიში და მოვითხოვო შენდობა, მაგრამ მე თუ დავუდასტურებ მას, რომ თავად არის უძღები შვილი ღვთის წინაშე, რომელიც განუდგა ღმერთს და რომელიც ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, მან უნდა მოინანიოს”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.
ადგილზე ამ დროისთვის ხმაურია, მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.
ცნობისათვის, 2019 წელს მეუფე პეტრე ცაავა დასაჯეს და ჭყონდიდის მიტროპოლიტის თანამდებობიდან გადააყენეს.