გივი თარგამაძე დაკითხვაზე დაიბარეს. „მეტრონომი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსს გიორგი პატარაიას ესაუბრა. პატარაიას თქმით, თარგამაძე ქალაქის სამმართველოში დაიბარეს, მის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული განცხადებების გამო.
თარგამაძის მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთ პირს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამისა და ამავე ტელეკომპანიის თანამშრომლის გიორგი გაბუნიას ცემის სანაცვლოდ „პირადი პრობლემების“ მოგვარებას დაჰპირდა.
თარგამაძე დაკითხვაზე მოწმის სტატუსით ქალაქის სამმართველოში 17:00 საათზე იყო დაბარებული. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.