ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი გახარია: “პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალიზმი უნდა დასრულდეს”

“პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალიზმი, რომელიც აფერხებს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, უნდა დასრულდეს”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს.

ასევე, ყოფილი პრემიერი “ტვიტერზე” რეფერენდუმის ჩატარებიდან 30 წლისთავს ეხმაურება.

„პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალიზმი, რომელიც აფერხებს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, უნდა დასრულდეს. 1991 წლის 31 მარტი საქართველოს ისტორიაში საკვანძო მომენტია, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ შორის მათაც, ვინც ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირეს მხარი“, – წერს გიორგი გახარია.

იტვირთბა....