ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომას ლევან იოსელიანი უძღვება

„მსურს, საქართველოს პარლამენტის მოადგილეს, ოპოზიციის წარმომადგენელს, ბატონ ლევან იოსელიანს გადავცე სხდომის წაყვანა,“ – ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია პირველად ვიჯდე ამ სავარძელში და ვუძღვებოდე სხდომას 31 მარტს, იმ დღეს, როდესაც საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, იმ დღეს, როდესაც ამომრჩევლების, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს მოქალაქეების 99%-მა მხარი დაუჭირა ქართული სახელმწიფოს დაბადებას,“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე.

იტვირთბა....