ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯაფარიძე: “სამ პუნქტთან დაკავშირებით ვამბობდით, რომ პრობლემა არ გვქონდა, თუმცა „ოცნება“ არ იყო მზად, ამაზე მაინც დათანხმებულიყო”

„გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არც ერთ პუნქტთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა მზად, რომ თანხმობა განეცხადებინა და დოკუმენტზე ხელი მოეწერა.

“პრინციპში, პროცესები განვითარდა ზუსტად ისე, როგორც წინა მოლაპარაკებების დროს. მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელიც მისაღები იქნებოდა „ქართული ოცნებისთვის.”

გასაგებია, რომ იქ ოპოზიციისთვის პრობლემური ორი პუნქტი, ეს არის ხელახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების თემა. თუმცა, ამის გარდა, იყო სამი პუნქტი, რომელიც არ იყო პრინციპული და ჩვენ საჯაროდაც განვაცხადეთ, მაგრამ იმ პუნქტებთან დაკავშირებითაც „ქართული ოცნება“ არ იყო მზად, ხელი მოეწერა და იმაზე მაინც დათანხმებულიყო. ჩვენი მხრიდან სამ პუნქტზე მაინც ვამბობდით, რომ პრობლემა არ გვაქვს, რადგან ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ იყო. „ოცნებისთვის“ არც ერთი პუნქტი არ იყო მისაღები“, – გააცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დენიელსონმა პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

იტვირთბა....