ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზური მხარე თბილისს შეთავაზებულ ვაქცინაზე უარს ეუბნება

ოკუპირებული აფხაზეთის მხარე ოფიციალური თბილისის მიერ შეთავაზებულ ვაქცინაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პრესა ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებული აფხაზეთი ვაქცინას მათი სტრატეგიული პარტნიორისგან რუსეთისგან მიიღებს.

“საქართველოს და მისი ხელისფლების დახმარებას არ ვსაჭიროებთ. სოხუმი არ აპირებს ქართული მხარის შემოთავაზების განხილვას. ჩვენ არ შემოვიტანთ სხვა ქვეყნებში შემუშავებულ ვაქცინებს. მოსახლეობის ვაქცინაციის საკითხში დახმარებას გვიწევს ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი რუსეთის ფედერაცია. აფხაზეთში მალე დაიწყება მოსახლეობის ვაქცინაცია რუსი მეცნიერების მიერ შემუშავებული ერთ-ერთი პრეპარატით, რომლის ეფექტურობაც პრაქტიკაშია დადასტურებული”, – აცხადებენ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ქართული მხარის განცხადებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ.

არც ოკუპირებულ აფხაზეთში და არც ეგრედ წოდებულ სამხრეთ ოსეთში ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა.

იტვირთბა....