ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
“თუ შემოთავაზებულ დოკუმენტში არ იქნება საუბარი რაიმე დათქმით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობაზე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ნებისმიერ სხვა პირობებზე დათანხმება მართლმსაჯულების, ან საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით იქნება პოლიტიკური შეცდომა. ამით მხოლოდ დამატებით ლეგიტიმაციას აძლევენ ხელისუფლების მკვდრადშობილ “კეთილ ნებას” რეფორმებთან დაკავშირებით და სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ თავს.
ამიტომ, უკეთესია მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება პარლამენტში უპირობო შესვლაზე, შემდეგი ფორმულირებით – “არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, მაგრამ ვითვალისწინებთ დეფაქტო მდგომარეობას, მაღალ სახელმწიფოებრივ რისკებს, ჩვენი დასავლელი მეგობრების თხოვნას, რათა მივაღწიოთ რეალურ და არა ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ ფსევდო რეფორმებს.
ჩვენს მთავარ ამოცანად რჩება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.”
ეს გეგმა ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მელია და სხვები იქნებიან გათავისუფლებული”, – წერს გია ხუხაშვილი.
ცნობისათვის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას უწევს, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.