ბათუმის კულტურის ცენტრი აპირებს 8 მაისს სახალხო დღესასწაული ბათუმობა იზეიმოს. ამ ღონისძიების მოსაწყობად ბიუჯეტიდან 100 000 ლარია გამოყოფილი. ტენდერს ერთადერთი მონაწილე, ინდმეწარმე ლაშა კვარაცხელია ჰყავს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ღონისძიება ბათუმის ბულვარში ჩატარდება და მოქმედი კომენდანტის საათის დაწყებისას არ დასრულდება. გაწერილია, რომ ღონისძიება გალა კონცერტით ღამის 11 საათამდე იქნება.
აღნიშნულმა ინდემეწარმემ, 2020 წელს “ბაკურიანობა” მოაწყო, რომლისთვისაც ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 40 000 ლარი გამოყო.