ქართველი ლოტბარი, ანზორ ერქომაიშვილი კოვიდინფიცირებულია. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა და პაციენტი აპარატზეა შეერთებული. მისივე თქმით, ანზორ ერქომაიშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს შეიყვანეს.