საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკშვილი ავსტიის ელჩს აქსელ ვეჩს თბილისში შეხვდა. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ავსტრიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ავსტრიის საელჩო თბილისში 2016 წელს გაიხსნება.
თავის მხრივ ელჩმა დახმარება აღუთქვა საქართველოს ეკონომიკური კუთხით და გამოთქვა მზაობა იმუშაოს ავსტრიელ ინვესტორებთან, რათა ისინი საქართველოთი დაინტერესდნენ.
შეგახსენებთ, თბილისში აქამდე ავსტრიის საელჩო არ არსებობდა.