“უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ, ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ჰესების, მათ შორის, დიდი, მცირე და მიკროჰესების მშენებლობა,”- ასე გამოეხმაურა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან “ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, „ნამახვანჰესის“ მშენებლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტია.
მისივე თქმით, ჰესის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე, კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მიერ.
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ეკონომიკისა მინისტრს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავავალე, ისინი ადგილზე ჩავიდნენ და ნახეს, ყველას შეხვდნენ და დაიწყეს საუბარი. ასევე, კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას რამდენიმე პუნქტზე. ის, რომ კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე, კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მიერ. ასევე, შემოწმდება გარემოს ზემოქმედების ეფექტი, დამაზიანებელია თუ არ არის დამაზიანებელი, ასევე რიონის ხეობის განვითარებისთვის შეიქმნება ხუთ მილიონიანი ფონდი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან როგორც ადგილობრივები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები.