ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ალასკაზე ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალასკაზე ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთ-ერთი ჩეხი მილიარდელი პეტრ კელნერი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Independet ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვერტმფრენმა ავარია შაბათს, მყინვარ კნიკთან განიცადა. მას მოთხილამურეები გადაჰყავდა სამთო-სათხილამურო კურორტ Tordrillo Mountain Lodge-დან.

Forbes – ის მონაცემებით, 56 წლის კელნერის ქონება გასული წლის მონაცემებით 17,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის იყო საფინანსო-საინვესტიციო ჯგუფ PPF Group-ის მფლობელი. კომპანია 20-ზე მეტ ქვეყანაში აწარმოებს ბიზნესს.

ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უცნობია თუ რა გახდა ავაიაკატსტროფის მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....