ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

სააკაშვილმა კიევში სასამართლო პროცესი წააგო

კიევის სასამართლომ დააკმაყოფილა ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის სარჩელი, რომელსაც ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჰქონდა შეტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული საიტი “ინფორეზისტი”.

სასამართლო ვერდიქტის მიხედვით, ტელეკომპანია ტეესენიის საინფორმაციო სტუდიას “1+1” დაეკისრა სააკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და პირდაპირ ეთერში სასამართლო გადაწყვეტილების თავიდან ბოლომდე წაკითხვა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 19 ივლისს, მიხეილ სააკაშვილმა საინფორმაციო სტუდია “1+1”-ში ბიზნესმენ კოლომოისკის წინააღმდეგ ბრალდებები გამოთქვა. მისი თქმით, ბიზნესმენი არის კონტრაბანდისტი და გადასახადებს არ იხდის.

იტვირთბა....