aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გლდანის ციხესთან გოგი წულაიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამ წუთებში გლდანის ციხესთან პოლიტიკოსის, გოგი წულაიას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

სოლიდარობის აქციას სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსის ქუთაისელი გულშემატკივრებიც შეუერთდნენ.

პროტესტის მონაწილეები ციხემდე საავტომობილო მსვლელობით მივიდნენ.

მათი ინფორმაციით, წულაია უკვე მეცხრე დღეა შიმშილობს, არც მედიკამენტებს იღებს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, 17 მარტს, გოგი წულაია, ნაქირავებ ბინაში, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ საქმეში დაზარალებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც წულაიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. წულაიამ პროტესტის ნიშნად დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. 18 მარტს, პროკურატურამ გოგი წულაიას ბრალდება წარუდგინა.19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....