ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 307 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 307 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 341 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 964, პისიარტესტით – 10 377.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,43 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,6 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,89 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 279 446 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 271 585 გამოჯანმრთელდა, 3 738 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 271, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 563 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 192 პირი.

იტვირთბა....