aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამზარდია: “ხალხს ვაქცინაზე მეტად ჩვენი უხეირო ჯანდაცვის შიში აქვს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანალიტიკოს, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში მიამრთვას ავრცელებს, სადაც ხელისფელიბის წარმომადგენლების მხრიდან ვაქცინის არ გაკეთების შემხთვევაში შესაძლო ჩაკეტვის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ამასთან, გამზარდია თავის პოსტში ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულიად გაუმართავად მუშაობს და ხალხს ვაქცინაზე მეტად “უხეირო ჯანდაცვის შიში აქვს”.

“ხელისუფლება ისე იძახის, თუ არ აიცრებით, ჩაკეტვა მოგვიწევსო, თითქოს, სულ რომ ყველა ვაქცინა გამოყენებული იყოს, მოსახლეობა ვაქცინირებულად ჩაითვლებოდა.

მეორეც, ჯანდაცვის სისტემა სრულად გაუმართავი გაქვთ, ხალხის ნაწილს, ვაქცინაზე მეტად ჩვენი უხეირო ჯანდაცვის შიში აქვს.

არ იცის ბევრმა საკუთრი ჯანმრთელობის მოცემულობა;

უმრავლესობა სხვადასხვა ტიპის მედიკამენტს იღებს, არ იცის როგორ და რანაირად აირეკლება მისი ჯანმრთელობაზე ვაქცინის შემადგენლობა.

ადამიანების ნაწილს ეშინია მედიკოსების უყურადღებობისაც, ადგილზე ვაქცინირების შემდეგ, არ აქვთ იმედი, რომ საკმარისი მზრუნველობით და კვალიფიკაციით მოეკიდებიან.

ამის ფონზე, ჯანდაცვის სისტემა პრაქტიკულად აშანტაჟებს ხალხს, რომ მართალია, სისტემას შეიძლება რამე გამოეპაროს, რამე დაემართოს ხალხს, შეიძლება არც არავინ მიხედოს, არ იცოდნენ საკმარისად, რამდენად მზად არის თითოეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა აცრისათვის, რას გამოიწვევს ასეთი უყურადღებო და არაკომპეტენტური მიდგომა, მაგრამ ამის მიუხედავად სასწრაფოდ აიცერით, თორემ დაგკეტავთ და შავ დღეში ჩაგაგდებთ სახელმწიფოო.

ჯანდაცვის სისტემამ უნდა გამოიჩინოს ადეკვატურობა. გახადოს შესაგრძნობი, რომ მზადაა სისტემა, რომ დაუფიქრებლად და კონსულტაციის გარეშე არავის აცრიან, სანამ არ დარწმუნდებიან რომ მზადაა ადამიანი, რომ მოეკიდებიან ყურადღებით, რომ რეაგირების , დასვენების და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზური და აპარატურული ჩარევის პრობლემაც არ იქნება.

მსგავს შემთხვევაში უკვე ბევრად გამარტივდება მოქალაქეებთან მუშაობა და ეფექტური ვაქცინაცია, რომლის მიზანიც უპირველეს ყოვლისა მასობრივი ჯანდაცვის მიღწევაა.” – წერს არჩილ გამზარდია.

იტვირთბა....