აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ერთობლივი მოქმედებებით, მათ წარმატებულად აღკვეთეს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მომართული რუსული აგრესია.
მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხე, დეზინფორმაცია, საარჩევნო პროცესებში ჩარევის საფრთხე და კიბერ საფრთხეები.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ მათ უნდა გააგრძელონ ურთიერთობა და საერთო ინტერესების მოძიება რუსეთთან და ხელი შეუწყონ კონფრონტაციების შემცირებას,
მათ ასევე გადაწყვიტეს, რომ განაგრძონ რეფორმების განხორციელების მჭიდრო მხარდაჭერა აღმოსავლეთ სამეზობლოში და მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებშიც.