ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

მოქალაქეებს შეეძლებათ “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” ვაქცინას შორის არჩევანი გააკეთონ

დღეიდან, 25 მარტიდან, ვაქცინაცია 65 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” ვაქცინას შორის არჩევანის საშუალება ექნებათ.

შეგახსენებთ, “ასტრაზენეკას” 43 200 დოზა ქვეყანაში 13 მარტს, ხოლო “ფაიზერის” 29 250 დოზა კი დღეს შემოვიდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფრომაციით, ამ დროისთვის აცრილია 4000 – მდე მედპერსონალი.

იტვირთბა....