ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ვებ-გვერდი უკვე გავაკეთე” – გიორგი ფხაკაძე საავადმყოფოების „გაშავებას“ იწყებს

„ვებ-გვერდი უკვე გავაკეთე, ბლოგის ნაწილი. თუ თქვენ რომელიმე საავადმყოფოში იყავით, უნდა მიუთითოთ მისი სახელი და შეაფასოთ 5-ბალიანი სისტემით. კარგი – 5, ცუდია – 1. შემდეგ აგვიხსენით, რატომ არის კარგ ან ცუდი აღნიშნული საავადმყოფო”, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელში წერს ვიდეოჩართვისას აცხადებს და აღნიშნავს, რომ საავადმყოფოების „გაშავებას“ იწყებს.

“თუ ფიქრობთ, რომ ინფორმაცია, რომელიც უნდა გააჟღეროთ ამ საავადმყოფოს შესახებ არის კონფიდენციალური და არ გინდათ, რომ ჩემს გარდა არავინ იცოდეს, პირობას ვაძლევ, რომ ვინც მენდობა და გამოაგზავნის ინფორმაციას, ჩემს გარდა ვერავინ ნახავს.

“თქვენ გამოგზავნით იმეილზე და შემდეგ მე თქვენს ნაცვლად განვათავსებ. არ გინდათ “ვეფხისტყაოსანი,” მე არ ვარ სამხარაულის ექსპერტიზა, მოკლედ მოგვწერეთ. თუ გაქვთ ფოტო/ვიდეო მასალა, ესეც მიამაგრეთ. პოლიკლინიკაა ეს, სტომატოლოგიური კლინიკა, ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, აფთიაქებს ჯერ არა, მერე მივხედავ. ასე დავიწყებთ საავადმყოფოების გაშავებას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ბევრიც გამწვანდება. მწვანე საავადმყოფო კარგია, მწვანე – ცუდი, ყვითელი – გზაშია. წითელი კიდევ კარგია, უნდა გავაშაოთ, როგორც შავი სია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

იტვირთბა....